აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - მიხარია, რომ გასულ წელს, საქართველოში ძალიან დიდი წარმატებით დასრულდა საპარლამენტო არჩევნები და ახლა ჩვენს ლიდერებს შორის ინტენსიური ურთიერთობა არსებობს

მიმაჩნია, რომ დღევანდელი შეხვედრა და მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობებისთვის, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის და გაღრმავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბაირამოვის თქმით, მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის მეგობრულ, კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე, ასევე სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებზე იმსჯელეს.

მან ქართველ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აზერბაიჯანში მიიწვია.

„შეხვედრის დროს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ, კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე, ასევე სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებზე და ჩვენი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტებზე მსჯელობის საშუალება გვქონდა. აზერბაიჯანი და საქართველო ყოველთვის უჭერს მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე, საერთაშორისო ფორმატში და აგრძელებს ამას. მიხარია, რომ ჩვენს ლიდერებს შორის ძალიან გულწრფელი და ინტენსიური ურთიერთობა არსებობს. ჩვენ გვიხარია, რომ გასულ წელს საქართველოში ძალიან დიდი წარმატებით დასრულდა საპარლამენტო არჩევნები, რის შემდეგაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განხორციელდა. შემდეგ კი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი განხორციელდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას, ურთიერთპატივისცემას,“ - განაცხადა ბაირამოვმა.

ამასთან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მხარეებმა შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, ეკონომიკურ საკითხებზე იმსჯელეს.

„ზოგადად, აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს ეკონომიკაში ძალიან აქტიურია. აზერბაიჯანი საქართველოში ძირითადი ინვესტორია და წლების განმავლობაში, აზერბაიჯანის მიერ საქართველოს ეკონომიკაში 3.6 მლრდ დოლარის ოდენობის ინვესტიცია არის ჩადებული. ჩვენი ქვეყნების მონაწილეობით განხორციელებული უზარმაზარი პროექტები ძალიან დიდ წვლილ შეიტანს ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობაში. ჩვენ არსებულ თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიულ უპირატესობებზე ვისაუბრეთ. ჩვენ ვთვლით, რომ ტურიზმის მიმართულებითაც უდიდესი პოტენციალი გვაქვს,“ - განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე გლობალური გამოწვევებიც განიხილეს და მან მაკა ბოჭორიშვილს აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ქალბატონ მინისტრს ინფორმაცია მივაწოდე ოკუპაციისგან გათავისუფლებულ მიწებზე, აღდგენით სამუშაოებზე, ლტოლვილების დაბრუნების პროცესებზე,“ - აღნიშნა მან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს