კახა კალაძე - ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ - არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს

არც გამჭვირვალობის კანონს და არც ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს - ყველაზე მთავარი არის ის, რომ 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ევროპული ბიუროკრატია დაამარცხა, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, როგორც გამჭვირვალობის შესახებ, ასევე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები გამოყენებულია მხოლოდ საბაბად.

„ეს არის საბაბი, რომ რაღაც მოიგონონ და სათქმელი ჰქონდეთ. როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა იყოს ცუდი ან რაიმეს წინააღმდეგ? ეს წარმოუდგენელია. მაშინ, როდესაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში, აშშ-ში ჩვეულებრივად მუშაობს ეს კანონები და ევროპარლამენტიც მუშაობს ანალოგიური კანონის მისაღებად. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია და ყველაფერი, რასაც ვისმენთ, რომ თითქოს რაღაც პრობლემაა და უნდა შევცვალოთ, ეს არაფერ შუაშია. ყველაზე მთავარი არის ის, რომ 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ევროპული ბიუროკრატია დაამარცხა, დაამარცხა ის ადამიანები, რომლებიც მტრობენ ამ ქვეყანას და უნდათ საქართველოს გამოყენება ისე, როგორც გამოიყენეს სხვა ქვეყნები. არავის ვაძლევთ ამის საშუალებას - გვინდა მეგობრობა, პარტნიორობა, ამისთვის მზად ვართ და ეს უნდა იყოს ორმხრივი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციაში ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონთან დაკავშირებით, იყენებენ ნაცად გეგმას და შემოაქვთ რუსული ნარატივი.

„ეს უკვე ნაცადი გეგმაა და არ არის ახალი. რუსული ნარატივი შემოაქვთ ხოლმე, იძახიან - რუსეთუმე, რუსული კანონი, იგივე ხდება აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით - არანაირი არგუმენტი და კონკრეტიკა, მხოლოდ ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ, საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც იქნება ქვეყნისთვის დამაზიანებელი და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო. ძალიან რთული ვითარებაა როგორც რეგიონში, ასევე ზოგადად მსოფლიოში, ყველა ვხედავთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს და ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. შესაბამისად, ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც არჩეული აქვს „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, პირველ რიგში, ითვალისწინებს და მიმართულია ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების დასაცავად“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, პროპაგანდაა ის, რომ „ქართულმა ოცნება“ რუსულ საქმეს აკეთებს.

„პროპაგანდაა, თითქოს ჩვენ რაღაც რუსულ საქმეს ვაკეთებთ, ვერავის მოჰყავს ერთი მაგალითი, თუ რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული. მე უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, თუნდაც სახელმწიფო მნიშვნელობის კომპანიების გასხვისება რუსულ სახლემწიფო კომპანიებზე და ასე შემდეგ. დღეს საქართველოს პატრიოტი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც აკეთებს ქართულ საქმეს“,- აღნიშნა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები