კახა კალაძე - ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

„ე.წ. დიფ სთეისთვის არასასურველი პოლიტიკური პარტია რომ იმარჯვებს, მაშინვე შემოაქვთ რუსული ნარატივი და იწყება გაშავების პროპაგანდა, რომ ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ვერავინ მოიყვანს ერთ მაგალითს მაინც, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსულ საქმეს აკეთებს.

„ეს ყველაფერი ახალი არაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, აქვთ ერთნაირი მიდგომა და დამოკიდებულება. ე.წ. დიფ სთეისთვის არასასურველი პოლიტიკური პარტია რომ იმარჯვებს, არასასურველი შედეგები რომ დგება, ყოველთვის შემოაქვთ რუსული თემა. მათი მედიების ჩართულობით, რომლებიც მძლავრად არიან მსოფლიოში წარმოდგენილი, მიდის გაშავების პროგანდა, რომ ეს პოლიტიკოსი თუ პარტია არის რუსეთუმე, რუსეთის წარმომადგენელი, თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, როდესაც სასურველი შედეგი არ დგებოდა, ასე ხდებოდა. მაგალითად, გახსოვთ, როგორი კამპანია იყო დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აგორებული. ჩვენ როდესაც ამ ყველაფერზე ღიად ვსაუბრობდით, ბევრი დაგვცინოდა. საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა და უკვე აშშ-ის პრეზიდენტი საუბრობს „დიფ სთეითზე“, გლობალურ ომის პარტიაზე და იმ გადაწყვეტილებებსა და უმძიმეს საკითხებზე, რაც ხდებოდა პროპაგანდის სახით. ეს იყო რუსული ნარატივის შემოტანა და დაბრალება.

საქართველოში რამე განსხვავებული კი არ ხდება. აქაც იგივე დამოკიდებულებაა ჩვენს მიმართ, რომ თითქოს, რუსულ საქმეს ვაკეთებთ. ვერავის მოჰყავს ერთი მაგალითი მაინც, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული. მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ, თუნდაც სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსულ კომპანიებზე გასხვისების შესახებ. დღეს, საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ქართულ საქმეს აკეთებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს იცავს და ეს მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები