კირილ ბუდანოვი - რუსეთი სსრკ-ს დაშლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ გადაიარაღებას და ამისთვის 1.1 ტრილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს

რუსეთი შემდგომი ომისთვის ემზადება და გადაიარაღებაზე 2036 წლამდე, დაახლოებით, 1.1 ტრილიონი აშშ დოლარის დახარჯვას გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა კირილ ბუდანოვმა, უკრაინის ელჩების შეხვედრაზე, სახელწოდებით „დაზვერვა, უსაფრთხოება, დიპლომატია: გამარჯვების საერთო სტრატეგია“ განაცხადა.

მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს რუსეთის ფედერაციისთვის ყველაზე მასშტაბური შეიარაღების პროგრამა იქნება.

„რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების სრული მობილიზაციაა მომავალი ფართომასშტაბიანი ომისთვის მოსამზადებლად“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

მისი თქმით, რუსეთში სამხედრო რეფორმის ფარგლებში უკვე შეიქმნა ორი ახალი სამხედრო ოლქი - მოსკოვისა და ლენინგრადის, ასევე იგეგმება ახალი დივიზიების, ფორმირებებისა და სამხედრო ნაწილების ფორმირება.

ამასთან, ბუდანოვის თქმით, რუსები ცდილობენ ჰიბრიდული საინფორმაციო და კიბეროპერაციების განხორციელებას სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე, კონტროლირებადი მედიისა და პოლიტიკოსების მონაწილეობით.

„მოსკოვის მიზანია, ქვეყნებს თავს მოახვიოს მსოფლიოს მომავალი მოწყობს შესახებ საკუთარი ხედვა, სადაც „დიდი“ სახელმწიფოები, პირველ რიგში რუსეთის ფედერაცია, ფლობენ სრულ ძალაუფლებას, მონოპოლიას ყველა კრიტიკულ რესურსზე და ჩაკეტილ წრეში წყვეტენ მსოფლიოს ბედს“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის