ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი 25 ივლისს გამოცხადდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზეა დანიშნული. ამ დღეს ბრალდებულმა საბოლოო სიტყვით უნდა ისარგებლოს, რის შემდეგაც მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განაჩენს გამოაცხადებს.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა