OSCE/ODIHR-ის ოფისმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის შეკრებების მონიტორინგის დაკვირვების კურსი ჩაატარა

22-23 ივლისს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) შეკრებების მონიტორინგის დაკვირვების კურსი ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

„ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და ეუთო/ოდირის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მოქმედმა უფროსმა ენდრიუ გარდნერმა. ტრენინგის მონაწილეებმა ეუთო/ოდირის მიერ შემუშავებული შეკრებების მონიტორინგის აპრობირებული მეთოდოლოგიის საფუძველზე გაიღრმავეს საჯარო შეკრებებზე დამოუკიდებელი დაკვირვებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები.

ორდღიანი ინტერაქციული კურსის დროს საერთაშორისო ექსპერტებმა ანეტ ერდმანმა, გერი ვაიტმა და ჰელენ კლოუზმა ყურადღება გაამახვილეს მშვიდობიანი შეკრების უფლების და შეკრებების დროს ადამიანის უფლებებთან შესაბამისი საპოლიციო საქმიანობის თეორიულ ასპექტებზე; აქციათა შეფასების სტანდარტებზე.

ტრენინგის მეორე დღეს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა სამუშაო ჯგუფებში კაზუსები და სავარჯიშოები, ასევე სამართალდამცავების ხელთ არსებული ტაქტიკური ვარიანტები და შეკრების დროს ძალის გამოყენების საკითხები განიხილეს.

მშვიდობიანი შეკრების უფლება ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ძირითადი საერთაშორისო ხელშეკრულებებით არის გარანტირებული. ეუთო-ს წევრი სახელმწიფოების მიერ თავიანთი შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაში დახმარების მიზნით, ეუთო/ოდირი 2011 წლიდან ახორციელებს საჯარო შეკრებებზე დაკვირვებას ეუთოს რეგიონის ქვეყნებში. გარდა ამისა, ორგანიზაცია სადამკვირვებლო მეთოდოლოგიის გამოყენებით ეხმარება ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს/ომბუდსმენის ოფისებს და სამოქალაქო საზოგადოებას შეკრებების მონიტორინგის უნარების გაძლიერებაში და ხელს უწყობს თანამშრომლობას და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები