რუსული მედია - რუსეთის ამურის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი გაუჩინარდა - ბორტზე 43 მგზავრი, მათ შორის 5 ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფება

რუსეთის ამურის ოლქში „ან-24“ ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი გაუჩინარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, გაუჩინარებული თვითმფრინავის მოსაძებნად მაშველები უკვე გაგზავნეს.

უწყებაში აღნიშნეს, რომ თვითმფრინავთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

ამურის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი ორლოვმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე 43 მგზავრი, მათ შორის 5 ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფება.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება