თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლები, რომელთა გამოსახლების პროცესიც მიმდინარეობს, დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ

თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლები, რომელთა გამოსახლების პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს, დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, დედაქალის მერი ვალდებულია, ადგილზე მივიდეს და პროცესს გაეცნოს.

„არ ვაპირებთ არსად წასვლას. მოვიდეს კალაძე და დაგველაპარაკოს. ის ხომ მერია?! არ აინტერესებს, აქ რაც ხდება?!“,- აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელმაც მიმდინარე პროცესების შესახებ დედაქალაქის მერიაში დარეკა.

ადგილზე ასევე იმყოფებოდა კრედიტორი მხარის, კომპანია, „ბლეს ქსი ფროფერთისის” წამომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ მზად არიან 5-მდე პირს შეხვდნენ და პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელონ.

„კომპანიის თითოეული წევრისთვის მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე. შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია. რაც შეეხება მაცხოვრებლებს, რომლებიც ობიექტზე უკანონოდ არიან შეჭრილები, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ერთად კოორდინირებულად ვმუშაობდით და დღემდე ვერ მოხდა კონსესუსი. მაცხოვრებლებმა ორი ადამიანი გამოყვეს და ითხოვეს 1 თვე, რადგან სჭირდებოდათ საცხოვრებლის მონახვა, ჯანდაცვისა და მერიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმოება, შესაბამისად, პროცესი გადაიდო 2 თვით. 2 თვეა გასული და ეს მოცემულობა გვაქვს. თანხმობას ვაცხადებთ, ადამიანები მინიმალურით, საცხოვრებელი ფართის ქირაობით დავაკმაყოფილოთ, თუმცა აქაც არ არის ერთსულოვნება. ზოგი ამბობს რომ თანხაა, ზოგი არა. გამოგვიყონ 2-5 ადამიანი და გადავწყვიტოთ პრობლემა”, - აღნიშნავს გიორგი ჩაფიძე.

ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს - ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. როგორც მაცხოვრებლები აღნიშნავენ, კერძო მესაკუთრის საფუძველზე ხდება გამოსახლება, რომელიც ადგილობროვების თქმით, აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და მისი დაცლა უნდა მოხდეს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე