რაჟდენ კუპრაშვილი - 240 ორგანიზაციას ვსწავლობთ - ვამოწმებთ სახელფასო ფონდებსაც, შემოსავლებსაც, გასავლებსაც, შესყიდვებსაც - თუ შევნიშნავთ დარღვევას, აუცილებლად მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას

240 ორგანიზაციას ვსწავლობთ - ვამოწმებთ სახელფასო ფონდებსაც, შემოსავლებსაც, გასავლებსაც, შესყიდვებსაც - თუ შევნიშნავთ დარღვევას, აუცილებლად მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, შესწავლის შედეგები საზოგადოებას აუცილებლად ეცნობება.

„ვსწავლობთ ორგანიზაციებს. შედეგები საზოგადოებას აუცილებლად ექნება. ზოგადად, არ უხდება წინსწრებით მიმდინარე საქმის წარმოებას რამე სახით პროგნოზების გაკეთება, რომ არ მოხდეს საქმის წარმოების დაზიანება. ვიცი, რომ მანდედან გკარნახობენ და სწყურიათ, რომ წინასწარ იცოდნენ, რას ვაპირებთ, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ კანონის აღსრულებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვამოწმებთ სახელფასო ფონდებსაც, შემოსავლებსაც, გასავლებსაც, შესყიდვებსაც. თუ შევნიშნავთ დარღვევას, აუცილებლად მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას," - განაცხადა კუპრაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს