საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის წარმომადგენელი - აქციაზე ქვა მომხვდა, თავი დამიზიანდა, ნახეთქი ჭრილობა მქონდა, როგორც მახსოვს, სამი ან ოთხი ნაკერი დამადეს - არ დამინახავს, ვინ დამაზიანა

აქციაზე ქვა მომხვდა, თავი დამიზიანდა. ნახეთქი ჭრილობა მქონდა, რაზეც, როგორც მახსოვს, სამი ან ოთხი ნაკერი დამადეს - არ დამინახავს, ვინ დამაზიანა , - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ილია ქვათაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

სასამართლოს დღევანდელ პროცესზე ილია ქვათაძე საპროტესტო აქციებზე დაკავებული 11 პირის საქმეზე დაზარალებულის სტატუსით დაიკითხა.

როგორც მან განაცხადა, აქციაზე გასული წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის მოუწია მუშაობა, კერძოდ კი, პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე იცავდნენ სახანძრო უსაფრთხოებას. მისვე განმარტებით, 2 დეკემბერს აქციაზე , თავის არეში ქვის სროლის შედეგად დაზიანდა, რის გამოც კლინიკაშიც გადაიყვანეს.

“დაზიანება მივიღე 2დეკემბერს. ქვა მომხვდა თავი დამიზიანდა. ნახეთქი ჭრილობა მქონდა, რაზეც, როგორც მახსოვს, სამი, ან ოთხი ნაკერი დამადეს. არ დამინახავს, ვინ დამაზიანა.

პრეტენზია მექნება იმათ მიმართ, ვისაც ჯგუფურობა დაუდგინდება.

ვერ ამოვიცნობ პიროვნებას, რადგან არ უჩანდათ სახე ”, - განაცხადა ილია ქვათაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, გარდა 11 პირიანი საქმისა ის დაზარალებულია კიდევ 8 პირის საქმეშიც. მას ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჰკითხა, თუ შეუძლია თქვას, ვინ მიაყენა დაზიანებები, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ ამას გამოძიება დაადგენს.

“ორ საქმეშია დაზარალებული, 8 პირის საქმეებში და 11 პირის საქმეებში და ამ დროს, ერთი ქვა მოხვდა. [ბატონო მოსამართლევ] თქვენ გაიგეთ, ვინ ესროლა ამ კაცს? ერთი და იგივე იმეორებს, არ დაუნახავს, არ იცის, ვინ ესროლა, ამ დროს კი პრეტენზია აქვს, მაგრამ არ იცის, ვისთან აქვს პრეტენზია“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა