უკრაინის ქალაქებში ანტიკორუფციულ ორგანოებთან დაკავშირებით მიღებული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება

ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის შესახებ მიღებული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უკრაინის ქალაქებში სამი დღეა გრძელდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

საპროტესტო აქციები 22 ივლისს დაიწყო. დემონტრანტების ერთ-ერთი მოთხოვნაა, ვეტო დაედოს ანტიკორუფციული ორგანოების - ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის - უფლებამოსილებების შემცირების შესახებ კანონს.

საპროტესტო აქციები გაიმართა კიევში, როვნოში, ლვოვში, ტერნოპილში, დნეპრში, ზაპოროჟიესა და სხვა ქალაქებში.

შეგახსენებთ, 21 ივლისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალური პროკურატურის ოფისმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს 19 თანამშრომლის ჩხრეკა ჩაატარა.

მეორე დღეს, უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა დამოკიდებული ხდებიან გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე. 22 ივლისის საღამოს ზელენსკიმ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემდეგ უკრაინის ბევრ ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა