ადვოკატი - თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულ რამდენიმე პირს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთ-ერთ ბიჭს კი „პრინცესას“ ეძახდნენ - დაკავებულების ნაწილი მცხეთის იზოლატორში, ნაწილი კი კახეთშია გადაყვანილი

სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც პოლიციამ თვალჭრელიძის ქუჩაზე დააკავა, სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთ-ერთ დაკავებულ ბიჭს ეძახდნენ „მოდი, პრინცესავ, უნდა დაგაკავოთო“, - ამის შესახებ ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, პოლიციამ სულ 17 პირი დააკავა, საიდანაც ნაწილი მცხეთის, ნაწილი კი კახეთის იზოლატორებში არიან გადაყვანილები. მისივე განმარტებით, ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია, რომ ვინმე გამოეშვათ. მცხეთის იზოლატორში მოვინახულე დაკავებული პირები, რომლებმაც მითხრეს, რომ პოლიციელებმა მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთმა მითხრა, რომ როდესაც მანქანაში სვამდნენ, მას პოლიციამ სახეში ხელი გაარტყა და ისე ჩასვეს და ძალადობის კვალი აღენიშნება. ასევე, ერთ-ერთ ბიჭს დამცინავად ეძახდნენ „პრინცესას“ - „ მოდი, პრინცესავ, უნდა დაგაკავოთ“, „პრინცესა წაიყვანეთ“. ამით უნდოდათ საზოგადოებაში მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ.

ასევე, კიდევ ერთ დაკავებულ ბიჭს ფიზიკურად გაუსწორდნენ, თმებით წაათრიეს იმ მანქანისკენ, რომელშიც უნდა ჩაესვათ, ფერდებში ჩაარტყეს, როცა მიჰყავდათ. გადაიყვანეს შსს-ს შენობაში, სადაც ის შეუძლოდ გახდა და გამოიძახეს სასწრაფო, დაუდგინდა სხვადასხვა დაზიანება და ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა ეს ადამიანი სასწრაფო დახმარებით საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ და დღეს ისევ იზოლატორში იმყოფება“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლების პროცესი გუშინ დაიწყო. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები. დილიდან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. როგორც მცხოვრებლები აღნიშნავენ, გამოსახლება კერძო მესაკუთრის საფუძველზე ხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე დღის განმავლობაში 17 პირი დააკავეს.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს