თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც კერძო შენობიდან მოქალაქეების გამოსახლებას გუშინ ხმაური მოჰყვა, კორპუსის მობინადრეები კვლავ რჩებიან - მათ სახლებიდან ამ დრომდე გამოაქვთ საკუთარი ნივთები

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც კერძო შენობიდან მოქალაქეების გამოსახლებას გუშინ ხმაური მოჰყვა, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლები კვლავ რჩებიან. მათ სახლებიდან ამ დრომდე გამოაქვთ საკუთარი ნივთები.

ასევე, მოსახლეობის ნაწილმა, გამოსახლების შემდეგ ღამე ღია ცის ქვეშ, კორპუსის მიმდებარედ გაათენა.

ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც მოქალაქეებს უშუალოდ საცხოვრებელი კორპუსის შიდა ტერიტორიაზე არ უშვებენ.

ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკაც. არსებული ინფორმაციით, მოხდება ნაგებობის დემონტაჟი.

ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახის განსახლებას გუშინ მთელი დღის განმავლობაში ხმაური ახლდა. რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება პოლიციასთან, რა დროსაც სამართალდამცავებმა ჯამში 17 ადამიანი დააკავეს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ