შალვა პაპუაშვილი - ხალხის მიმართ შეუფერებელ ლაზღანდარობას, უმჯობესი იქნებოდა, თუ ბრიტანეთის ელჩი პასუხს გასცემს, რატომ აპირებდა ექსტრემისტული დღის წესრიგის დაფინანსებას, რომლის მიზანი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა მასპინძელი ხელისუფლების პარტიად მოხსენიების ნაცვლად, სჯობს სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის კითხვებს უპასუხოს.

ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც“.

„მასპინძელი ხელისუფლების პარტიად მოხსენიებას და ქართველი ხალხის მიმართ მსგავს შეუფერებელ ლაზღანდარობას, უმჯობესი იქნებოდა, თუ ბრიტანეთის ელჩი საკუთარ ქცევაზე გასცემდა ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვას პასუხს: რატომ აპირებდა ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე „ევრონაცების“ "ტაბულას" და „ნაცების“ "გია ჯაფარიძის" დაფინანსებას, რომელთა გაცხადებული მიზანი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაა. ანუ მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რომელთა მიზანია "საქართველოს სუვერენიტეტის შესუსტება, შუღლის დათესვა და ქართველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების შეფერხება" - წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მათივე თქმით, „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ