ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმეზე სასამართლო განაჩენს 28 ივლისს გამოაცხადებს

ნარკოდანაშაულში ბრალდებული, ექიმის გიორგი ახობაძის საქმეზე სასამართლო განაჩენს ორშაბათს, 28 ივლისს, 10:00 საათზე გამოაცხადებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ახობაძემ საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა. ის დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში საუბრობდა მისი საქმის გარშემო, განმარტავდა თუ როგორ მოხდა, მისი თქმით, სამართალდამცავების მხრიდან მის ჯიბეში ნარკოტიკული საშუალებების ჩადება. შემდეგ მისი ნების საწინააღმდეგოდ პირის ღრუდან ნერწყვის ნიმუშის აღება და ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე გადატანა.

მან ასევე განაცხადა, რომ მის დამკავებელ პოლიციელებს მისი ჩხრეკის ვიდეო გადაღება არ მოუხდენიათ.

მან სასამართლოს მიმართა, რომ ობიექტური განაჩენი გამოეცხადებინა. დღეს ახობაძეს რომეო ტყეშელაშვილმა საბოლო სიტყვა 3-ჯერ შეაწყვეტინა იმ მიზეზით, რომ სასამართლოს შეურაცხყოფას არ მოისმენდა.

ბრალდებულ ახობაძის საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.

სასამართლოს ეზოში შეკრებილები არიან გიორგი ახობაძის მეგობრები, ოჯახის წევრები, მისი მხარდამჭერები, მათ ბანერები აქვთ გაშლილი წარწერით - „უდანაშაულოა!“.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს