სემეკ-ს 2024 წლის აღწერის ფარგლებში „საქსტატთან“ ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის სიგელი გადაეცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) საქართველოს მოსახლეობის 2024 წლის აღწერის ფარგლებში სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან (საქსტატი) ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის სიგელი გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაჯილდოება საქსტატის 106 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, სემეკი წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან.

„სემეკსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის თანამშრომლობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. აღსანიშნავია, რომ გარდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სტატისტიკური პორტალისა და სხვადასხვა დარგობრივი მონაცემების შემუშავებისა, უწყებებს შორის თანამშრომლობა მოიცავს სხვა მეტად მნიშვნელოვან სფეროებსაც. მათ შორის, 2024 წელს, სემეკის თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს მოსახლეობის აღწერის თვითრეგისტრაციის პროცესში. მოხარულნი ვართ, რომ გადმოგვეცა ჯილდო და გამოვთქვამთ მზადყოფნას მომავალშიც გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქსტატმა საზეიმო ღონისძიება გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა