დიდუბეში ახალი სატრანსპორტო კვანძი ეწყობა - საავტობუსო მარშრუტს ახალი მიმართულება დაემატება და ბელიაშვილის ქუჩიდან წერეთლის გამზირისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უმოკლესი გზით დაკავშირდება

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო დედაქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას განაგრძობს - ამჯერად, ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირისა და აკაკი ბელიაშვილის ქუჩის გადაკვეთაზე დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტის განხორციელების მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეფექტიანობის ზრდა, რისთვისაც, საავტობუსო მარშრუტს ახალი მიმართულება დაემატება და უმოკლესი გზით შესაძლებელი იქნება აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაკავშირება. შედეგად, შემცირდება მგზავრობის დრო, რაც მეტ კომფორტს შექმნის გადაადგილებისთვის.

„პირველ ეტაპზე, აღნიშნული ცვლილება N306 ავტობუსის მარშრუტს შეეხება, რომელიც სამომავლოდ ახალი 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება და ბევრად მეტ მგზავრს მოემსახურება.

პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება არსებულ კუნძულებს და მოეწყობა განახლებული ტროტუარები, გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა გამწვანების კუნძულები. სრულად განახლდება ქვეითთა ინფრასტრუქტურა: ტერიტორიას დაემატება გადასასვლელი პანდუსები, ზებრა გადასასვლელები და სივრცე ადაპტირდება შშმ პირებისთვის. დასკვნით ეტაპზე განხორციელდება დახაზვის სამუშაოები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და შუქნიშნები.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოებას, სისწრაფესა და კომფორტს, გაზრდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის ეფექტიანობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს