ქრთამის აღების ფაქტზე ლენტეხის კულტურის ცენტრის დირექტორი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის დირექტორი დააკავა.

ამის შესახებ უწყებაში ბრიფინგი გაიმართა.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის დირექტორი ნ.ს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სახელით ასრულებდა საჯარო ფუნქციებს, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო კულტურის ცენტრი და მასთან არსებული ერთ-ერთი ანსამბლი. ბრალდებულმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების მიზნით, საკონცერტო პროგრამითა და დარბაზის 10 დღით ქირავნობით დაინტერესებულ პირს, ქრთამის სახით, 20 000 ლარი მოსთხოვა. დაკავებულის მოთხოვნით, 5000 ლარი ოფიციალურად უნდა ჩარიცხულიყო ა(ა)იპ-ის ანგარიშზე, ხოლო 15 000 ლარი უნდა გადაეცათ მისთვის.

დანაშაულებრივი განზრახვის შენიღბვის მიზნით ნ.ს.-მ ორი ხელშეკრულება დაამზადა - ერთი ფართის ქირავნობის, მეორე ფიქციურად კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით.

ნ.ს. დაკავებული იქნა მოთხოვნილი თანხის - 7 000 ლარის აღების ფაქტზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-მდე წლამდე ვადით.

აქტიურად გრძელდება გამოძიება, დანაშაულებრივ ქმედებებში შესაძლო ჩართული მუნიციპალიტეტის სხვა მოხელეთა მხილების მიზნით.

საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული იქნება უმკაცრესი ზომები, განსაკუთრებით სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მითვისებისა და კორუფციის ფაქტებზე“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, თეონა დევდარიანმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის