გიორგი გახარია - „ქართული ოცნება“ თავს ესხმის საქართველოს მეგობრების დიპლომატებს მაშინ, როცა მტერს ურიგდება - ეს არის მცდელობა, დაამცირონ მოკავშირეები, დააზიანონ ევროკავშირის იმიჯი და საქართველო ჩამოაშორონ დემოკრატიულ სამყაროს

ჩემი მხარდაჭერა პაველ ჰერჩინსკის, ევროკავშირის ელჩს საქართველოში - „ქართული ოცნება" საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველაზე დიდი შიდა საფრთხეა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს საქართველო ჩამოაშოროს დემოკრატიულ სამყაროს.

„ჩემი მხარდაჭერა პაველ ჰერჩინსკის, ევროკავშირის ელჩს საქართველოში. „ქართული ოცნების" რეჟიმი თავს ესხმის საქართველოს უახლოესი მეგობრებისა და მოკავშირეების დიპლომატებს, მაშინ როცა მტერს ურიგდება და იმეორებს რუსეთის პროპაგანდას - ეს არის შეგნებული მცდელობა, რომ დაამცირონ ჩვენი მოკავშირეები, დააზიანონ ევროკავშირის იმიჯი და საქართველო ჩამოაშორონ დემოკრატიულ სამყაროს.

„ქართული ოცნება" საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველაზე დიდი შიდა საფრთხეა“,- წერს გიორგი გახარია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია