დონალდ ტრამპი ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერებს ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერებს ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ისინი დაუყოვნებლივ შეხვედრასა და ცეცხლის შეწყვეტის სასწრაფოდ მიღწევაზე, საბოლოოდ კი, მშვიდობის დამყარების შესახებ შეთანხმდნენ!“ - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა, ჰუნ მანეტმა საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის მოწოდებას მხარი დაუჭირა.

„პატივცემულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნათლად განვუცხადე, რომ კამბოჯა ორ შეიარაღებულ ძალას შორის დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას ეთანხმება“, - განაცხადა მანეტმა.

დონალდ ტრამპს მადლობა ტაილანდის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ფუმტამ ვეჩაიაჩაიმაც გადაუხადა.

„მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ტრამპს და აღვნიშნე, რომ ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტას ეთანხმება. თუმცა, ტაილანდს კამბოჯის მხრიდან გულწრფელი განზრახვის ნახვა სურს“, - აღნიშნა ტაილანდის ლიდერმა.

აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის მიუხედავად, ტაილანდისა და კამბოჯის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ საარტილერიო დაბომბვები დღეს დილითაც გაგრძელდა.

შეგახსენებთ, 24 ივლისს, ტაილანდისა და კამბოჯის სამხედროებმა საზღვრის სადავო მონაკვეთზე ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკებების გამო, რომლის დაწყებაში ორივე ქვეყანა ერთმანეთს ადანაშაულებს, სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა და სასაზღვრო ტერიტორიებიდან 200 000-მდე პირი იძულებით გადაადგილდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე