სტივ უიტკოფი - დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უკრაინაში ომის დასრულება მნიშვნელოვანი მომენტი იქნება

დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უკრაინაში ომის დასრულება მნიშვნელოვანი მომენტი იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

სტივ უიტკოფს ჰკითხეს, თუ რის მიღწევას ისურვებდა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე.

„თუ ჩვენ რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტს მოვაგვარებთ და სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწევთ, რადგან ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, ეს ომია, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, თუ ჩვენ ამას მოვაგვარებთ, მაშინ ეს მნიშვნელოვანი მომენტი იქნება“, - განაცხადა სტივ უიტკოფმა.

ასევე, უიტკოფის თქმით, იმედოვნებს, რომ აშშ ღაზაში ხანგრძლივ მშვიდობას მიაღწევს.

„თუ ჩვენ გავაფართოებთ აბრაამის შეთანხმებას, თუ მივაღწევთ ხანგრძლივ მშვიდობას ღაზაში, თუ ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიან მშვიდობას დავამყარებთ, ვფიქრობ, ეს მთავარი მიღწევები იქნება და პრეზიდენტი იმას მიიღებს რასაც ადრე იმსახურებდა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას“, - აღნიშნა უიტკოფმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა