მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის შეწყალების თაობაზე მისი შეთავაზება ძალაშია

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის შეწყალების თაობაზე მისი შეთავაზება ძალაშია.

როგორც ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია არ არსებობს და „ისინი დაკავებული არიან მავნებლობით“.

„როცა ვსაუბრობ ინსტიტუციებზე, ქვეყნის განვითარებაზე, სტაბილურობაზე, მშვიდობაზე, სულ ახლახან მქონდა შესაძლებლობა, რომ საზოგადოებისთვის ჩემი ხედვები გამეცნო. რასთან გვაქვს საქმე, როცა გვჭირდება ალტერნატიული, ჯანსაღი აზრი, ეს უნდა მოდიოდეს ოპოზიციისგან. ოპოზიციის საქმიანობა იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ უკეთესი შესთავაზოს, ვიდრე ხელისუფალს აქვს, უკეთესად წარმოჩინდეს მოქალაქეებთან, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მობრძანდნენ ხელისუფლებაში. უნდა დააჯერონ მოქალაქეებს, რომ მათ უკეთ შეუძლიათ, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ხომ ოპოზიცია არ გვყავს, დაკავებული არიან მავნებლობით. ამ შემთხვევაში, მე გამოვიყენე სწორედ სახელმწიფოებრივი ხედვა. რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. მთელმა საქართველომ იცის, რომ მიზანმიმართულად გააკეთეს, დაარღვიეს კანონი და სახელმწიფო ამ შემთხვევაში, განსხვავებული ვერ იქნებოდა. დამნაშავეს დასჯა სჭირდება და ისინი გისოსებს მიღმა მოხვდნენ, მაგრამ კეთილი ნებაა ეს. კიდევ ერთხელ, კეთილი ნებაა ეს. პოლიტიკური აქტია თავისთავად, რომ დაანახონ შემდეგი შანსი იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არწმუნებენ, რომ ისინი უკეთესები არიან, სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ეს არის შესაძლებლობა, თუ გამოიყენებენ, ეს არის და ეს. ჩემგან ეს შეთავაზება ძალაშია“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს