მიხეილ ყაველაშვილი - სასიამოვნო ფაქტი იყო, რომ ჩვენი ელჩი უკვე შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, გადასცა ჩვენი გზავნილები - მზად ვართ გადატვირთვისთვის და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს

სასიამოვნო ფაქტი იყო, რომ ჩვენი ელჩი უკვე შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, გადასცა ჩვენი გზავნილები - ჩვენ მზად ვართ გადატვირთვისთვის და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შემხვედრ ნაბიჯებზე დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა ამერიკის არსებულმა ადმინისტრაციამ უნდა აიღოს.

„სასიამოვნო ფაქტი იყო, რომ ჩვენი ელჩი უკვე შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, გადასცა ჩვენი გზავნილები. ვიცით, რომ წინა ადმინისტრაციის მხრიდან განსხვავებული დამოკიდებულება იყო და ახლა შეიცვალა ადმინისტრაცია. იმ ღირებულებებზე და გამოწვევებზე, რაზეც დღეს საუბრობს ახალი ადმინისტრაცია, ჩვენ წინასწარ ვსაუბრობდით. სწორედ ამ გამოწვევებს ვებრძოდით და არა აშშ-სა და ევროკავშირს. ორმაგი სტანდარტი იყო მათი მხრიდან, რასაც დღევანდელი ადმინისტრაციაც ამხელს. უკვე საქილიკო გახდა, რომ რუსულის იარლიყს იყენებენ, როცა არ აქვთ არგუმენტი. სასაცილოა ამ თემაზე საუბარი. ჩვენ მზად ვართ გადატვირთვისთვის, ყოველთვის მზად ვიყავით და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ მოხდება ჩვენი შეხვედრა. თუ არა და ჩვენ არაფერს ვცვლით. ჩვენ ვართ გულწრფელები, მოქალაქეებს ინფორმაციას ვაძლევთ თუ რა გვსურს და რა გზას ვირჩევთ. შემხვედრ ნაბიჯებზე დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა ამერიკის არსებულმა ადმინისტრაციამ უნდა აიღოს, სახელმწიფო მდივანმა. ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ, გვქონდეს დისკუსიის შესაძლებლობა და თემების შემდგომი განხილვის“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, 25 ივლისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცერემონიის ფარგლებში პრეზიდენტთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა ახლად დანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა