ანატოლი გიგაური - ვიმარჯვებთ ერთად, წინ საქართველო, წინ ევროპისკენ

ვიმარჯვებთ ერთად, წინ საქართველო, წინ ევროპისკენ, - ამის შესახებ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულმა ანატოლი გიგაურმა სასამართლო პროცესზე მას შემდეგ განაცხადა, როდესაც მოსამართლემ მისი საქმის განაჩენის გამოცხადება გადადო.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას ბრალდებულის საქმეზე განაჩენი უნდა გამოეცხადებინა, თუმცა აღნიშნული გადადო და განმარტა, რომ განაჩენის გამოცხადების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. “არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მხარეების მიერ იქნა წარმოჩენილი და რომელსაც კიდევ ერთხელ, გულდასმით სჭირდება შესწავლა", - განაცხადა ჯვებე ნაჭყებიამ.

რაც შეეხება თავად ბრალდებულს, მან განმარტა, თუ რატომ არ მისცა ჩვენება.

“პროკურორმა თქვა, რომ მე ჩვენება არ მივეცი - როცა შემიყვან ოთახში და თავში მუშტებს მირტყამ და მერე ჩვენებას მოგთხოვენ, არ ვიცი, რომელი სრულყოფილი ადამიანი მისცემს ჩვენებას?!

აქ პროკურორმა მოიყვანა ერთი პოლიციელი, რომელმაც ჩვენებმა მისცა თქვენ წინ და ასეთი რამ თქვა - თუ გიგაურს დაესხა თავს პოლიციელი და მას უშავებდა რამეს, ეს მან იცის, ეს მე არ მეხებოდაო.

მოიყვანა მეორე პოლიციელი, რომელმაც გვითხრა, განგვიმარტა, რომ მას ჩემზე ხელი არ მოუკიდია, მას მე არ დავუკავებივარ…” - განაცხადა ანატოლი გიგაურმა.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა