ანატოლი გიგაურის ადვოკატი - ორი მიმართულება აქვს მოსამართლეს, ან ბრალდებული უნდა გამართლდეს, ან უნდა გაამტყუნოს - მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად გადაკვალიფიცირების შესაძლებლობა არის, მაინც იმისკენ ვიხრები, რომ ან გაამართლებს ან გაამტყუნებს

ორი მიმართულება აქვს მოსამართლეს, ან ბრალდებული უნდა გამართლდეს, ან უნდა გაამტყუნოს. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად გადაკვალიფიცირების შანსი და შესაძლებლობა არის, მე მაინც იმისკენ ვიხრები, რომ ან გაამართლებს ან გაამტყუნებს,- ამის შესახებ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, თუ როდის გამოაცხადებს მოსამართლე განაჩენს, ეს ჯერ ცნობილი არ არის.

"დღეს ორ საქმეზე უნდა გამოცხადებულიყო განაჩენი. გიორგი ახობაძის სისხლის სამართლის საქმეზე ველოდით განაჩენს და გუშინ, გვიან ღამით, ცნობილი გახდა ჩემთვის, რომ განაჩენის გამოცხადება გადაიდო. ველოდით, რომ დღეს გიგაურზე განაჩენი გამოცხადდებოდა, რადგან თვითონ მოსამართლემ თქვა, რომ დღეს გამოცხადდებოდა განაჩენი. ორივე სხდომა თარიღის გარეშე გადაიდო.

ძალიან ბევრი ეჭვი და ძალიან ბევრი ვარაუდი მაქვს არამხოლოდ საქმის სირთულიდან გამომდინარე, 9 თვეა, საქმეს განიხილავენ, თუმცა, გარკვეული აქცენტები მოსამართლეს დარწმუნებული ვარ, უკვე დასმული აქვს.

გიგაურის საქმე განსხვავებულია ნაწილობრივ, ბევრის სხვა საქმისგან, ვინაიდან აქ მოსამართლემ უპირობოდ უნდა დაადგინოს, რომ იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლებში განხორციელებული ქმედება, ან არ იყო. ორი მიმართულება აქვს მოსამართლეს, ან ბრალდებული უნდა გამართლდეს, ან უნდა გაამტყუნოს. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად გადაკვალიფიცირების შანსი და შესაძლებლობა არის, მე მაინც იმისკენ ვიხრები, რომ მოსამართლეს ორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა აქვს, ან უნდა გაამართლოს გიგაური, ან გაამტყუნოს. იგივე მდგომარეობაა გიორგი ახობაძის შემთხვევაშიც, პირს ან აქვს ნარკოტიკი, ან - არა, ალტერნატივა არ არსებობს გადაკვალიფიცირების",- განაცხადა ცუცქირიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს