ალეკო ელისაშვილი - ერთმანეთს არიან დარეულები - ღარიბაშვილის კლანის დაჭერა უნდათ

ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ შეტევა და რამდენიმე პირის დაჭერა, სინამდვილეში არის ღარიბაშვილის გარემოცვის წინააღმდეგ შეტევა და დაჭერა. ერთმანეთს არიან დარეულები, - ამის შესახებ კოალიცია „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც სუს-ის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილისა და კიდევ ორი პირის დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება და უნდათ ღარიბაშვილის კლანის დაჭერა“.

„თავდაცვის სამინისტროში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ეს დაჭერები, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაფლანგვასა და კორუფციას არ უკავშირდება. ეს შიდა კლანური ბრძოლაა. „ქართული ოცნება“ კრიზისშია. იქიდან ევროკავშირის ძალიან მკაცრი პოზიცია გაირკვა, აქედან აშშ-ის ადმინისტრაცია ამათ არ ეკონტაქტება, ფაქტია. არიან კრიზისში და ერთმანეთს დაერივნენ. ბურჭულაძის წინააღმდეგ შეტევები და ეს დაჭერები, სინამდვილეში, არის ღარიბაშვილის გარემოცვის წინააღმდეგ შეტევები და დაჭერები. ერთმანეთში რომ არიან დარეულები, მაგას ნიშნავს და მეტს არაფერს. თავდაცვის სამინისტრო, კორუფცია, კორუფციასთან ბრძოლა არაფერ შუაშია. ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება და უნდათ ღარიბაშვილის კლანის დაჭერა, დაძირვა და არიან ერთმანეთს დარეულები“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, სუს-მა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და კიდევ ორი პირი დააკავა. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვლადიმერ მხეიძე. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ