ალეკო ელისაშვილი „გორბის“ კვლევაზე - ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ ფიქრობს, საპარლამენტო არჩევნების მალე ჩანიშვნაზე

“გორბის“ კვლევა არანაირი კვლევა არ არის, არც არავინ გამოუკითხავთ - ერთადერთი საყურადღებო არის ის, რომ, ფაქტია, „ქართული ოცნება“ ფიქრობს, საპარლამენტო არჩევნების მალე ჩანიშვნაზე, - ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც „გორბის“ მიერ ჩატარებულ კვლევას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, კვლევას რეალობასთან კავშირი არ აქვს.

„გორბის“ კვლევა არანაირი კვლევა არ არის, არც არავინ გამოუკითხავთ. საწერი კალმის 10 გრამი მელანი დახარჯეს. ადგნენ, უბრალოდ 100% არ გადასცდნენ და იქ რაღაც ციფრები თვითონ დაჯღაბნეს. არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს იმიტომ, რომ არანაირი გამოკითხვა არ ჩაუტარებიათ. შესაბამისად, რაიმე სერიოზული მსჯელობა ამაზე არ შეიძლება. ერთადერთი საყურადღებო არის ის, რომ, ფაქტია, „ქართული ოცნება“ ფიქრობს, საპარლამენტო არჩევნების მალე ჩანიშვნაზე. იმიტომ დასვეს ეგ კითხვა: „საპარლამენტო არჩევნები რომ ჩატარდეს ხვალ, ვის მისცემდით ხმასო“. ეს კითხვა რატომ გაჩნდებოდა, თუ თავში არ უტრიალებთ, თუ ეს საკითხი მათ დღის წესრიგში არ არის?! ამიტომ „გორბის“ ეს ნაჯღაბნის რაღაცის გამოქვეყნება იმის დასტურია, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი ჩვენ კი არ უნდა გვლანძღავდეს, არამედ უნდა ემზადებოდეს, ფორმაში იყოს, იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნები რომ ჩაინიშნება, რეალური და ძლიერი შედეგი ვაჩვენოთ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, „გორბმა“ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 56,2% -მა „ქართული ოცნება“ დაასახელა.

გამოკითხულთა 10,7% „ლელო - ძლიერ საქართველოს“ ასახელებს; 10% - „გახარია საქართველოსთვის“; 9,5% - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროას“; 7,5% - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“;

3,2% - „გირჩს“; 1,8% - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“; 1,1 % - სხვა პარტიებს.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება