ადვოკატის ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე ბრალს არ აღიარებს

ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავს, ვასილ მხეიძეს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობიდან გამოსვლის შემდეგ დაკავებულის ადვოკატმა ზაალ გურასაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატი დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით არ საუბრობს, რადგან მას საქმის მასალები ამ ეტაპისთვის არ აქვს.

„ბრალს არ აღიარებს, საქმის მასალები ჯერ არ გადმოუციათ. აღკვეთის ღონისძიების სხდომა შესაძლოა, დღესვე ჩაინიშნოს. დანარჩენ დეტალებს ვერ მოგახსენებთ“, - განაცხადა გურასაშვილმა.

კითხვაზე, იყენებდა თუ არა მხეიძე მინისტრის სახელს ტენდერებისთვის, ადვოკატმა უპასუხა, რომ „არა“.

გამოძიების ინფორმაციით, წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ყველაფერი ისე იყო უზრუნველყოფილი, რომ სამედიცინო აპარატურის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებში მონაწილეობა მხოლოდ ვასილ მხეიძესთან ახლო კავშირში მყოფ საწარმოებს შესძლებოდათ.

შესყიდვის პროცესი კი იმგვარად იყო ორგანიზებული, რომ სამედიცინო აპარატურის რამდენჯერმე გადაყიდვის გზით აპარატურის საფასური ხელოვნურად გაიზარდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას გულისხმობს.

საუბარია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, ვასილ მხეიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმაა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის