მიხეილ სააკაშვილი - წარმოუდგენელი კორუფციაა სახელმწიფო დაზღვევის სისტემაში, თუ ეს სიტუაცია გაგრძელდა, 1 წელიწადში, სადაზღვევო სისტემა ჩამოიშლება, 3-4 წელიწადში საქართველო დარჩება ექთნების და სანიტრების გარეშე, ექიმების უმეტესობაც მიატოვებს სფეროს

წარმოუდგენელი კორუფციაა სახელმწიფო დაზღვევის სისტემაში, თუ ეს სიტუაცია გაგრძელდა, ჩემი პროგნოზით, მაქსიმუმ 1 წელიწადში, სადაზღვევო სისტემა ჩამოიშლება და 3-4 წელიწადში საქართველო დარჩება ექთნების და სანიტრების გარეშე და ექიმების უმეტესობაც მიატოვებს სფეროს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, სამედიცინო სფეროში, ყველა ასპექტში, ძალიან ბევრი პრობლემაა.

„კატასტროფული ვითარება ჯანდაცვის სისტემაში - ერთ-ერთი ჩემი სიამაყის საგანი არის, ჩვენს მიერ დატოვებული თანამედროვე კლინიკების სისტემა. პრაქტიკულად, ყველა ახალი საავადმყოფო 2010-12 წლებში აშენდა. ჩვენ გვქონდა 3-4 წელზე გაწერილი გეგმა მედპერსონალის პროფესიონალიზმის და ანაზღაურების მკვეთრი მომატების, სადაზღვევო სისტემის განვითარების და სამედიცინო სისტემის მუდმივი მოდერნიზაციის.

მაგალითად ჩემი გეგმა იყო, ყველა ექიმის და ექთნების მნიშვნელოვანი ნაწილის ევროპაში და ამერიკაში გაგზავნა გადასამზადებლად, სახელმწიფოს ხარჯზე და შემდეგ თურქეთზე უკეთესი სამედიცინო ტურიზმის განვითარება. ამ ყველაფრის განხორციელება ვერ მოვასწარით ვინაიდან საქართველოში დაიწყო “ქოციანობა”. რა სიტუაციაა ახლა? ძალიან დაბალი ანაზღაურება - უდიდესი სხვაობაა საავადმყოფოების მმართველების და მენეჯმენტის და სამედიცინო პერსონალის ხელფასებს შორის. თუ მაგალითად დაზღვევა 1 პაციენტის მკურნალობაში იხდის 1000 ლარს, მკურნალ ექიმს აქედან ეძლევა მხოლოდ 50-60 ლარი. ამ ფაქტის გამო ექიმები, ექთნები და სანიტრები იძულებული არიან იმუშაონ რამდენიმე ადგილზე, რათა თავი ირჩინონ.

ამ მძიმე გრაფიკის გამო, მათი მუშაობის ხარისხი ზარალდება, განსაკუთრებით უმცროსი მედპერსონალი არის საშინელი დილემის წინ, ან აქ იმუშაონ 3-4 სამსახურში და სახლში პრაქტიკულად არ იყვნენ ან წავიდნენ ძირითადად ევროპაში მოხუცების მოსავლელად და იმ მომენტისთვის, როცა თვითონ ხდებიან მოსავლელები, როგორც წესი უპატრონოდ რჩებიან.

ძალიან მაღალი გადასახადი პაციენტებისთვის - პაციენტების უმრავლესობა იხდის საერთო თანხის 30%-ს, რაც დღევანდელი ფასების პირობებში ძალიან მძიმე ტვირთია ოჯახებისთვის, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება მძიმე დაავადებებს, მაგალითად ონკოლოგიას, რომელიც განსაკუთრებით გახშირებულია ამ ბოლო წლებში, პირველ რიგში ახალგაზრდებში.

კატასტროფა ახალი თაობის გაზრდის საკითხში - ძალიან გაძვირებულია რეზიდენტურა, იმისთვის, რომ ეს თანხა გადაიხადონ, რეზიდენტები იძულებული არიან იმუშაონ სასწრაფოში ან თუნდაც სხვა მედიცინასთან კავშირის არ მქონე სამსახურებში, შესაბამისად ისინი ქანცგაცლილები დადიან კლინიკებში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათგან ხარისხიანი ექიმები გამოვიდეს. ეს მთელი დომხალი გამოწვეულია კორუფციით, არაკომპეტენტურობით და ზოგადად ადამიანების მიმართ დამცინავი დამოკიდებულებით. წარმოუდგენელი კორუფციაა სახელმწიფო დაზღვევის სისტემაში, თუ ეს სიტუაცია გაგრძელდა, ჩემი პროგნოზით მაქსიმუმ 1 წელიწადში სადაზღვევო სისტემა ჩამოიშლება და 3-4 წელიწადში საქართველო დარჩება ექთნების და სანიტრების გარეშე და ექიმების უმეტესობაც მიატოვებს სფეროს, თუნდაც ამიტომ არიან ესენი სასწრაფოდ მოსაშორებლები“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის