დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას 10 ან 12 დღემდე ამცირებს

დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთს 10 ან 12 დღის ოდენობით ვადას აძლევს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას 10 ან 12 დღემდე ამცირებს.

„ვაპირებ, ახალი ბოლო ვადა დავაწესო, დღეიდან 10 ან 12 დღის ოდენობით. ლოდინს აზრი აღარ აქვს. მინდა, რომ გულუხვი ვიყო, მაგრამ პროგრესს ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეხვედრის დაწყებამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია.

ამასთან, როგორც ტრამპმა განაცხადა, „თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ მეორად სანქციებს დავაწესებთ“.

„არ მინდა რუსეთს ეს გავუკეთო. მე რუსი ხალხი მიყვარს, შესანიშნავი ხალხია. მაგრამ, მან [ვლადიმერ პუტინი] შეთანხმება უნდა დადოს. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთისთვის მიცემულ 10 ან 12-დღიანი საბოლოო ვადის შესახებ განცხადებას დღეს ან ხვალ გაავრცელებს.

„ლოდინს აზრი არ აქვს, როდესაც იცი, რა იქნება პასუხი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვაზე დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „მოლაპარაკებებით დიდად დაინტერესებული აღარ არის“.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ