ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას ამცირებს - მკაფიო პოზიცია და მტკიცე გადაწყვეტილება

დონალდ ტრამპის მკაფიო პოზიცია და მტკიცე გადაწყვეტილება, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ისპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმადაც ვლადიმერ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას 10 ან 12 დღემდე ამცირებს.

„მკაფიო პოზიცია და მტკიცე გადაწყვეტილება პრეზიდენტი ტრამპის მიერ, დროულად მაშინ, როცა მშვიდობის მისაღწევად ძალის მეშვეობით ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს სიცოცხლის გადარჩენისა და ამ საშინელი ომის დასრულების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებისთვის“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინა კვლავ მშვიდობის ერთგული რჩება.

„უკრაინა აშშ-სთან დაუღალავად იმუშავებს, რათა ჩვენი ქვეყნები უფრო უსაფრთხო, ძლიერი და აყვავებული გახდეს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთს 10 ან 12 დღიან ბოლო ვადას აძლევს.

„ვაპირებ, ახალი ბოლო ვადა დავაწესო, დღეიდან 10 ან 12 დღის ოდენობით. ლოდინს აზრი აღარ აქვს. მინდა, რომ გულუხვი ვიყო, მაგრამ პროგრესს ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე