ამერიკელი სენატორი - რუსეთში მათ, ვინც თვლის, რომ ტრამპი სისხლისღვრის დასრულების მიმართ სერიოზულად არ არის განწყობილი: მალე აღმოაჩენთ, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტი აღარ არის - მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხედით

მალე აღმოაჩენთ, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტი აღარ არის, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხედით, - ასე გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის მიცემულ 10 ან 12 - დღიან ბოლო ვადას „ომისკენ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.

„რუსეთში მათ, ვინც თვლის, რომ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთსა და უკრაინას შორის სისხლისღვრის დასრულების მიმართ სერიოზულად არ არის განწყობილი: მალე თქვენც და თქვენი კლიენტებიც შეცდებით. მალე აღმოაჩენთ, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტი აღარ არის. მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხედით“, - წერს ლინდსი გრემი X-ზე.

მოგვიანებით სოციალურ ქსელში ლინდსი გრემს დიმიტრი მედვედევმა უპასუხა.

„არც შენი და არც ტრამპის საქმე არ არის, როდის „დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან“. მოლაპარაკებები მაშინ დასრულდება, როდესაც ჩვენი სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანს მივაღწევთ. პირველ რიგში ამერიკაზე იზრუნე, ბაბუ!“, - წერს მედვედევი.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთს 10 ან 12 - დღიანი ბოლო ვადა მისცა.

„ვაპირებ, ახალი ბოლო ვადა დავაწესო, დღეიდან 10 ან 12 დღის ოდენობით. ლოდინს აზრი აღარ აქვს. მინდა, რომ გულუხვი ვიყო, მაგრამ პროგრესს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის განცხადებას მედვედევი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „დონალდ ტრამპის ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია, არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ მის ქვეყანასთან“

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ