ონისე ცხადაძე - არ ვაპირებ შეწყალებაზე მივწერო ადამიანს, რომელზე უკეთესი პრეზიდენტიც ვიქნებოდი მესამე კლასში - ეს არის ღირსების საკითხი!

ეს არის ღირსების საკითხი! არ ვაპირებ მივწერო ადამიანს, რომელზე უკეთესი პრეზიდენტიც ვიქნებოდი მესამე კლასში და არც ვიცი, წაიკითხავს თუ არა, - ამის შესახებ საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა იუმორისტმა, ონისე ცხადაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის უერთდება მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის უარს ბოდიშის მოხდასა და მიხეილ ყაველაშვილისთვის შეწყალების შესახებ მიმართვაზე.

„შეწყალების თხოვნას არ ვაპირებ, ეს არის ღირსების საკითხი, არ ვაპირებ მივწერო ადამიანს, რომელზე უკეთესი პრეზიდენტიც ვიქნებოდი მესამე კლასში და არც ვიცი, წაიკითხავს თუ არა. არ ვაპირებ მივწერო ადამიანს, რომელიც გუშინ ღირსების ორდენით აჯილდოებდა ადამიანებს, რომლებმაც მოქალაქეები სცემეს ქუჩებში და მეორე დღეს სპორტსმენებს აჯილდოებს. ეს მინდოდა მეთქვა“, - განაცხადა ონისე ცხადაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე