„ლელო-ძლიერი საქართველოს“ განცხადებით, დედაქალაქში ავარიული სახლების მონიტორინგი დაიწყეს

ხალხი განაგრძობს ცხოვრებას ავარიულ სახლში, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია - „ქართული ოცნება“ კი აკრავს სტიკერს „საფრთხის შემცველია, სასწრაფოდ დატოვეთ ტერიტორია!“ - ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კოალიციამ ავარიული სახლების მონიტორინგი დაიწყო.

„ორი კვირის წინ, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ თბილისის გუნდმა, მოსახლეობის არაერთი მომართვის საფუძველზე დედაქალაქში ავარიული სახლების მონიტორინგი დაიწყო, რითაც „ქართულ ოცნებას“ მორიგი თავსატეხი გაუჩინა. ყველგან სადაც მივდივართ, მოგვყვებიან და ცდილობენ უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობასთან საქმის „დალაგებას“. სადაც ვერ სწვდებიან, სტიკერებს აკრავენ: „საფრთხის შემცველია, სასწრაფოდ დატოვეთ ტერიტორია!“ დიახ, ნაცვლად პრობლემის მოგვარებისა, აი, ამ სტიკერებს აკრავენ კორპუსებზე, სადაც ასობით ოჯახი ცხოვრობს. ამ სტიკერების იქით საქმე არ მიდის. ხალხი განაგრძობს ცხოვრებას ავარიულ სახლში, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია. ეს არის „ქართული ოცნების“ რეალური სახე. თუ გამოუსწორებელი შედეგი დადგა, დამნაშავე ისევ მოსახლეობა იქნება, რადგან ის უკვე გააფრთხილეს!“,- განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.

ამასთან, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ბექა ბერიძიშვილიც ამბობს, რომ „თბილისი ინგრევა, „ქართული ოცნება“ კი შენდება!“

„ქართული ოცნებისთვის“ ადამიანი და მისი სიცოცხლე მეასეხარისხოვანია. მთავარია, სანამ ხელისუფლებაში არიან, რაც შეიძლება მეტი სიმდიდრე მოიხვეჭონ და რაც შეიძლება დიდი სასახლე აიშენონ! ასეა, თბილისი ინგრევა, „ქართული ოცნება“ კი შენდება!

თბილისში 10 000 ავარიული სახლია და ეს პრობლემა დღეს არ დამდგარა. წლებია ხალხი უსაფრთხო საცხოვრისს ელოდება, თუმცა მერია, თუ მათი ინტერესი არ არის, რეაბილიტაცია-ჩანაცვლების პროექტს არ იწყებს, რაც სისტემური კორუფციის აშკარა მაჩვენებელია. „ლელო-ძლიერი საქართველო“, თბილისში არსებული ყველა ავარიული სახლის მონიტორინგს და იმ კორუფციული სქემის გამოაშკარავებას აპირებს, რომელიც წლებია თბილისი მერიაში მოქმედებს“,- განაცხადა ბექა ბერიძიშვილმა.

კოალიციის ისნის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბაია რომელაშვილი კი აღნიშნავს, რომ სპეციალური ჯგუფი 24/7-ზე მზად არის მოსახლეობის ნებისმიერი მომართვაზე რეაგირებისთვის.

„ჩვენი კოალიციის თბილისის ორგანიზაციაში მუშაობს სპეციალური ჯგუფი, რომელიც 24/7-ზე მზად არის მოსახლეობის ნებისმიერი მომართვაზე რეაგირებისთვის.

ჩვენი მიზანია ვიბრძოლოთ ხალხთან ერთად, ჩვენი უფლებების დასაცავად და ღირსეული მომავლის უზრუნველსაყოფად, რისთვისაც პირველ რიგში, საჭიროა ჩამოვშალოთ ეს კორუფციული სისტემა ყველა დონეზე“,- განაცხადა რომელაშვილმა.

ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება