დიმიტრი პესკოვი - დონალდ ტრამპის განცხადებების მიუხედავად, რუსეთი უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აგრძელებს

დონალდ ტრამპის განცხადებების მიუხედავად რუსეთი უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აგრძელებს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. ასევე, უკრაინის გარშემო კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროცესისა და ამ პროცესში ჩვენი ინტერესების უზრუნველყოფის ერთგული ვრჩებით“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი აშშ-თან ურთიერთობების ნორმალიზებით არის დაინტერესებული, თუმცა ეს „პროცესი შენელდა“.

„ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი მართლაც შენელდა. რა თქმა უნდა, გვსურს უფრო ძლიერი დინამიკა ვნახოთ, რადგან ჩვენ ამით დაინტერესებულები ვართ. ამ საკითხით კვლავ დაინტერესებულები ვართ და ვიმედოვნებთ, რომ პროცესი უფრო მეტ დინამიკას შეიძენს“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთს 10 ან 12 - დღიანი ბოლო ვადა მისცა.

„ვაპირებ, ახალი ბოლო ვადა დავაწესო, დღეიდან 10 ან 12 დღის ოდენობით. ლოდინს აზრი აღარ აქვს. მინდა, რომ გულუხვი ვიყო, მაგრამ პროგრესს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე