გია ვოლსკი - ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის იდეაა, როგორმე საქართველო რუსეთის აგრესიის ქვეშ მოჰყვეს და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით საფრთხეები შემცირდეს - ეს არის სცენარი!

ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის იდეაა, როგორმე საქართველო რუსეთის აგრესიის ქვეშ მოჰყვეს და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით საფრთხეები შემცირდეს - ეს არის სცენარი! - ასე ხსნის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ლიეტუვის მიერ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებისთვის სავიზო სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას.

როგორც ვოლსკი აცხადებს, “ძალიან ცუდი იქნება, თუ ტენდენციას ცალკეული ქვეყნები აჰყვებიან“.

„მთავარია შენ იყო მართალი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, მათ შორის იმ ხალხის წინაშეც, ვინც მხარს არ გიჭერს. საქართველო უნდა გადარჩეს - ეს არის ჩვენი იდეა! ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის იდეაა, რომ საქართველო როგორმე რუსეთის აგრესიის ქვეშ მოჰყვეს და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით საფრთხეები შემცირდეს. ეს არის სცენარი! ამ სცენარში ხან სანქციებს დააწესებენ, ხან როყიო განცხადებებს გააკეთებენ, ხანაც ჩამოვლენ და ჩვენს ახალგაზრდებს სისხლისღვრისკენ მოუწოდებენ - ჩვენ ამას ვხედავთ. არ ვფიქრობ, რომ ლიეტუვას რაიმე მიზეზი გააჩნია, გარდა ამ ბნელი სტრატეგიული გეგმებისა, რასაც არც მალავენ და ხმამაღლა აცხადებენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

ლიეტუვამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა. აღნიშნულ პირებს ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ. ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სანქციები დაუწესდათ: მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს, პროკურორ მარი მეშველიანს, პროკურორ ნათია ტატიაშვილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს, პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხს, პარლამენტის წევრ ნინო წილოსანს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს. საერთო ჯამში, ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდის საძიებო სისტემაში ამ დროისთვის საქართველოს 112 მოქალაქე იძებნება, რომელთა წინააღმდეგაც სავიზო შეზღუდვები მოქმედებს.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია