არჩილ გორდულაძე - ბალტიისპირეთში ბოლშევიზმი თანამედროვე სახით, მაგრამ ძველი სახელებითა და გვარებით დაბრუნდა - „დიფ სთეითის“ მართული ხელისუფლებები მოქმედებენ ისე, როგორც ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ დასავლეთში

ვხედავთ, რომ ბალტიისპირეთში ბოლშევიზმი თანამედროვე სახით, მაგრამ ძველი სახელებითა და გვარებით დაბრუნდა - გასაკვირი არ არის, რომ “დიფ სთეითის“ მართული ხელისუფლებები მოქმედებენ ისე, როგორც ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ და ფაშისტურ დასავლეთში მოქმედებდნენ, - ასე აფასებს “ქართული ოცნების“ დეპუტატი არჩილ გორდულაძე ლიეტუვის მიერ დაწესებულ სანქციებს.

გორდულაძის განცხადებით, როგორი მუქარა, შანტაჟი და სანქცია არ უნდა იყოს “დიფ სთეითის“ მიერ მართული მარიონეტების მხრიდან, ამას არავითარი მნიშვნელობა არ ექნება.

„ეს არის ბოლშევიზმი, როცა საფუძველს მნიშვნელობა არა აქვს - მთავარია იარლიყი და გადაწყვეტილება ადამიანების დასჯის თაობაზე. განსაკუთრებულად მიუღებელია, როცა დაუსაბუთებელი მუქარა, შანტაჟი და სანქციები სასამართლოს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისკენ მიემართება.

სანქციები და მუქარები სასაცილოც არ არის - ეს ჩვენზე არ მოქმედებს! შეუძლებელია ქვეყნის სიყვარული სანქციას და თავისუფალ მოგზაურობას ანაცვალო. ქვეყნის ინტერესები არაფერზე არ იცვლება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ლიეტუვამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა. აღნიშნულ პირებს ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ. ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სანქციები დაუწესდათ: მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს, პროკურორ მარი მეშველიანს, პროკურორ ნათია ტატიაშვილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს, პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხს, პარლამენტის წევრ ნინო წილოსანს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს. საერთო ჯამში, ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდის საძიებო სისტემაში ამ დროისთვის საქართველოს 112 მოქალაქე იძებნება, რომელთა წინააღმდეგაც სავიზო შეზღუდვები მოქმედებს.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია