თინა ბოკუჩავა - სუს-ის გააქტიურება უკავშირდება იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მზარდი რეიტინგი აქვს - არ დავუშვებ სუს-ის მიერ პარტიაში იმ ფილტრაციას, რომელიც ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ყველაზე მართალი და ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა, იყო, არის და იქნება სუს-ის მუდმივი სამიზნე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება უკავშირდება იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განსაკუთრებით ბოლო თვეებში, აქვს მზარდი რეიტინგი.

„პარტიაში სუს-ის ხელის ფათურის მცდელობის შესახებ პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, არ დავუშვებ სუს-ის მიერ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ იმ ფილტრაციას, რომელიც მიზნად ისახავს ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას და მარგინალიზაციას. „ნაციონალური მოძრაობა“ შედგა, როგორც პოლიტიკური ძალა, რომელიც წარსულის სწორი გააზრებით იხედება მხოლოდ და მხოლოდ წინ, ხვალინდელი, ნათელი, ევროპული დღისკენ. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი პარტიის ყველაზე მებრძოლ, მართალ, ღირსეულ და გამორჩეულ ბირთვს - პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას. სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება უკავშირდება იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განსაკუთრებით ბოლო თვეებში, აქვს მზარდი რეიტინგი“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის