კახა კალაძე თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრებლებზე - სპეკულაციები ხდება, თუმცა რეალურად, როგორც ადრე, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას ქირით გაყვანაზე - ტყუილია, რომ ეს ერთი ან სამი თვით შესთავაზეს, ერთი წლის შემდეგ, ხელმეორედ ფორმდება ხელშეკრულება

დედაქალაქის მერია თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრებლებს, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებულები, ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს.

ამასთან, როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლებს თუ არ გააჩნიათ საცხოვრისი და მიიღებენ უსახლკაროთა სტატუსს, შემდგომში მუნიციპალური ქონებითაც მოხდება მათი დაკმაყოფილება.

„მუნიციპალიტეტი გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რომ ის ოჯახები, ვინც თბილისში არიან რეგისტრირებულები და არ აქვთ საცხოვრებელი ფართები, უზრუნველვყოფთ ქირით. მათ ექნებათ ნორმალურ პირობებში ცხოვრების შესაძლებლობა. გარდა ამისა, თუ ადამიანებს არ გააჩნიათ საცხოვრებელი, ამას აქვს შესაბამისი პროცედურა. თქვენ უნდა მიიღოთ უსახლკაროთა სტატუსი. ამასთან დაკავშირებითაც, თუ გნებავთ დამატებითი ინფორმაცია, შეგიძლიათ მიბრძანდეთ სამგორის რაიონის გამგეობაში, სადაც ჩვენი თანამშრომლები დეტალურად გეტყვიან თუ რა საბუთები არის შესაგროვებელი და წარსადგენი ჯანდაცვის სამინისტროში, რომ თქვენ მიიღოთ უსახლკაროს სტატუსი და შემდგომში უკვე მუნიციპალური ქონებით მოხდეს თქვენი დაკმაყოფილება. თუმცა მანამდე გამოვხატავ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ უზრუნველყოფილნი იქნებით ქირით. მე როგორც ვიცი, სამი ოჯახი დათანხმებულია ქირით უზრუნველყოფას და პროცესები მიმდინარეობს, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ იქნება.

ნუ მოუსმენთ და ნუ მიიღებთ არასწორ ინფორმაციებს, იმიტომ, რომ ხშირად ხდება ასეთი ფაქტების სათავისოდ გამოყენება, პოლიტიკური სპეკულაციები. თუმცა რეალობა არის ერთი - მუნიციპალიტეტი როგორც ადრე, ასევე ახლაც გამოთქვამს მზადყოფნას მოახდინოს ამ ადამიანების ქირით უზრუნველყოფა, გაყვანა.

ასევე, მოვისმინეთ განცხადებები: ვიღაცამ ერთი თვით შესთავაზა, ვიღაცამ სამი თვითო - ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი, სპეკულაციები. მუნიციპალიტეტს ასეთი შეთავაზება არავისთვის არ გაუკეთებია. ერთი წლის შემდეგ, ხელმეორედ ხდება ხელშეკრულების გაფორმება და ეს არის ჩვეულებრივი პროცესი“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახის განსახლება 24 ივლისს მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება პოლიციასთან, რა დროსაც სამართალდამცავებმა, ჯამში, 17 ადამიანი დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში