პროკურატურა - ბრალდება წარედგინა საქართველოს ერთ და უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს, რომლებიც „სარფის“ გავლით მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას აპირებდნენ და ამისთვის მას 5500 აშშ დოლარი გამოართვეს

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს ერთმა და უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის გეგმა შეიმუშავეს, რომლის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით, უკანონოდ გადაყვანას აპირებდნენ, რისთვისაც მას 5500 აშშ დოლარი გამოართვეს.

„სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სამივე ბრალდებული დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 18.344 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ