შალვა პაპუაშვილი - ჭარბმა უცხოურმა ჩარევამ გზა უნდა მისცეს ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას, ხოლო უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა - ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას

„ჭარბმა უცხოურმა ჩარევამ გზა უნდა მისცეს ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას, ხოლო უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა - ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას და, შესაბამისად, ნამდვილ დემოკრატიას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის (IPU) ფარგლებში გამართული გენერალური დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო იმ ერებს შორისაა, რომელთა დემოკრატიაც თავსმოხვეული უცხოური პოლიტიკური ჩარევით დაზარალდა.

„ჩვენ ვიხილეთ, როგორ განვითარდა, უცხოური მხარდაჭერით, უცნაური ნარატივი, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასთან გააიგივეს, შემდეგ კი სამოქალაქო საზოგადოება - ხალხთან. ამგვარი აზრობრივი მანიპულაციით უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები „ხალხად“ იქცნენ. შედეგად, საქართველოს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის საპირწონედ წარმოაჩინეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ლეგიტიმაციის საზომად აღებულია არა ხალხის მიერ მინიჭებული დემოკრატიული მანდატი, არამედ მათ მიერ მიღებული უცხოური დაფინანსების სიდიდე.ის ფაქტი, რომ ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება ყალბმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეცვალეს, პირდაპირი დარტყმაა დემოკრატიაზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ინტერესები გვავალდებულებს, დავუბრუნდეთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ ნორმებს - სუვერენიტეტს, დემოკრატიასა და შიდა საქმეებში ჩაურევლობას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე