შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთ უცხოელს ჩვენთვის უნდა, აქ გაგვიმეორონ 90-იანები ყველაფრით, შიდა და გარე დაპირისპირებით - „ნაცმოძრაობის“ ორივე ლიდერმა დაადასტურა, რომ მათი მიზანი არის ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა

„ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ლიდერმა დაადასტურა, რომ მათი მიზანი არის ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და არა დემოკრატიული გზა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებას იმის თაობაზე, რომ „რევოლუციის თარიღი ხელოვნურად არ იკიდება და წინსწრებად არ ანონსდება“.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღემდე, ევროკავშირის ელჩი ჩუმად არის მაშინ, როდესაც მისი დაფინანსებული ადამიანები პარლამენტს წვავდნენ და პოლიციას თავს ესხმოდნენ.

„სინამდვილეში, საქმე დაპირისპირების არსში არ არის. შეიძლება თარიღების ტაქტიკა აქვთ სხვანაირი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ლიდერმა დაადასტურა, რომ მათი მიზანი არის ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა - არა არჩევნები, არა დემოკრატიული გზა, არამედ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა არის მათი მიზანი. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ლიდერმა დაადასტურა. ამ პარტიას ხელს რომ ართმევს ზოგიერთი ელჩი, „ევროპის სახალხო პარტია“ მიხეილ სააკაშვილისთვის ცარიელ სკამს რომ გამოყოფს ხოლმე, ხომ აჩვენებს სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ უცხოელს ჩვენთვის? - უნდათ, რომ გაგვიმეორონ აქ 90-იანები ყველაფრით, შიდა და გარე დაპირისპირებით. რა თქმა უნდა, ამას არ დაუშვებს საქართველო. ზუსტად ეს იყო 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის პასუხი ყველა ქართველის და უცხოელის მიმართ, ვინც აქ ქუჩის ომის მოწყობას გვიპირებდა. ვნახეთ ამ ქუჩის ომის იმიტაციაც შარშან დეკემბერში, როდესაც ხელში მაშხალები დაიჭირეს, ტყვიამფრქვევით ესროდნენ პოლიციელებს და ერთი ევროპელი ელჩი ვერ მოვძებნეთ სანთლის შუქზე, რომ ერთს მაინც დაეგმო ეს ძალადობა პოლიციაზე, საქართველოს პარლამენტზე. დღემდე, ევროკავშირის ელჩი ჩუმად არის მაშინ, როდესაც მისი დაფინანსებული ადამიანები პარლამენტს წვავდნენ და პოლიციას თავს ესხმოდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის