აქციაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქეების, სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის ადვოკატი მოსამართლეს - სათათბიროდ  გადით, დღესაც მოგიწოდებთ! ამ ადამიანების პატიმრობა არის უკანონო

სათათბიროდ გადით, დღესაც მოგიწოდებთ! ამ ადამიანების პატიმრობა არის უკანონო,- ასე მიმართა აქციაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქეების, სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის ადვოკატმა ბექა ხოხობაშვილმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს.

როგორც ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, ამ ადამიანების დაკავებას პოლიტიკური სარჩული აქვს, მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ, შესაბამისად მათი პატიმრობაში ყოფნა უკანონოა. ადვოკატმა ასევე ისაუბრა სერგეი კუხარჩუკზე, რომელიც მისივე თქმით, 28 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით შიმშილობდა, მიზეზი კი ის იყო, რომ კუხარჩუკს ოჯახთან კომუნიკაციის საშუალება არ ჰქონდა, ასევე ითხოვდა სასამართლო დარბაზში მედიის დასწრებას.

ადვოკატის თქმით, სერგეი კუხარჩუკმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მასთან ციხეში სახალხო დამცველის წარმომადგენლები შევიდნენ და მათ დაარწმუნეს შიმშილობის შეწყვეტილს აუცილებლობაში.

ადვოკატმა ასევე ისაუბრა თარჯიმნის პრობლემაზე, რაზეც მოსამართლემ მიუთითა, რომ ახლა სხდომაზე აღკვეთის ღონისძიებას განიხილავენ.

„როდესაც ადგილზე თათბირობთ ობიექტურ გადაწყვეტილებას არ იღებთ და თარჯიმანზე მიიღეთ გადაწყვეტილება, მაშინ, როცა სხდომიდან გახვედით. უმჯობესი იქნება, რომ ადგილზე თათბირით არ მიიღოთ ხოლმე გადაწყვეტილება, ადგილზე ვერ იღებთ ხოლმე გადაწყვეტილებას. გადით სათათბიროდ, დღესაც მოგიწოდებთ. ამ ადამიანების პატიმრობა უკანონოა", - განაცხადა ბექა ხოხობაშვილმა.

აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ შუამდგომლობებს სხვა დაკავებულთა ადვოკატებიც აყენებენ, შუამდგომლობები ამის თაობაზე ჯერ-ჯერობით არ დაკმაყოფილებულა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი