ეკონომიკის სამინისტრო - ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება - მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება - მშენებლობა გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. სამუშაოებს სახელმწიფოს კონტრაქტორი - საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ახორციელებს, რომელმაც წინადადება წარმოადგინა ერთობლივი საწარმოს სახით. Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი, ევროპული საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიაა და მსგავსი პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვს.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„დასკვნით ფაზაშია სამობილიზაციო სამუშაოები, საპროექტო კვლევების განხორციელება და დეტალური პროექტირება. 2025 წლის ოქტომბრამდე მოეწყობა დროებითი ნავმისადგომი, რისი საშუალებითაც ქვის ლოდები და ბეტონის ჯვარედინა ფორმის ბლოკები (ე.წ. „იქს ბლოკი") ტალღმტეხელის სხვადასხვა სექციებში მშენებლობისას გადანაწილდება.

საპროექტო კვლევა ითვალისწინებდა ნავსადგურის სამშენებლო ტერიტორიაზე საზღვაო ფსკერის გეოფიზიკური, გეოლოგიური და საინჟინრო კვლევების, ასევე სიმულაციების ჩატარებას. ტალღმტეხის მოდელიერების შედეგად მომზადდა საბაზისო პროექტი და ჩატარდა ექსპერტიზა, განახლდა გარემოზე ზემოქმედების ანაგარიში.

„იქს ბლოკების“ დამზადების მიზნით, სამშენებლო ტერიტორიაზე უკვე ფუნქციონირებს ბეტონის ქარხანა, ასევე რეციკლირების დანადგარი. უშუალოდ ბეტონის საწარმოს წარმადობა კვირაში 3 კუბური მეტრი მოცულობის 240 ერთეული, დღეში კი 40 ერთეული ბეტონის „იქს ბლოკია". ისინი საწყობდება სპეციალურ სივრცეში, სამშენებლო ტერიტორიაზე დამონტაჟებული 2 ერთეული 25 ტონიანი ჯოჯგინა ამწეს დახმარებით.

უახლოეს პერიოდში 7 კუბური მეტრი მოცულობის ბეტონის ჯვარედინა ფორმის ბლოკების წარმოება დაიწყება.

კონტრაქტორი კომპანიის მიერ მომზადდა ტალღმტეხელის პირველი 650 მეტრის მოწყობის პროექტი/დიზაინი, ასევე 10 აგვისტომდე დასრულდება და წარდგენილი იქნება დასამტკიცებლად დარჩენილი მონაკვეთის მოწყობის დეტალური პროექტი/დიზაინი. ამჟამად მიმდინარეობს უშუალოდ ტალღმტეხელის მშენებლობის წინა ბათიმეტრიული და ტოპოგრაფიული კვლევები.

უახლოეს პერიოდში დამონტაჟდება თანამედროვე GPS სისტემები და ბაზა-როვერი მშენებლობის სრული კონტროლისთვის, ასევე ზღვაში ტალღების მიმოქცევის და წყლის სიმღვრივის საზომი მოწყობილობები.

კონტრაქტორის მიერ ასევე დაწყებულია სპეციალიზირებული ტექნიკის მობილიზაცია. კერძოდ, მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერის პერიოდში ნავსადგურის სამშენებლო ტერიტორიაზე განთავსდება 120 ტონიანი და 90 ტონიანი სპეციალიზირებული ე.წ. long reach ექსკავატორები. ასევე ტალღმტეხელის ფუნდამენტის არხის მოწყობისთვის დაკონტრაქტდა სპეციალიზირებული მიწახაპია გემი და სატვირთო ბარჟა, რომელიც ანაკლიის ნავსადგურში ოქტომბერში შემოვა.

პროექტის მეორე ეტაპი უშუალოდ სამშენებლო და დაღრმავების სამუშაოებს მოიცავს. კონტრაქტორმა კომპანიამ საპროექტო დოკუმენტაცია წარადგინა სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში სამშენებლო ნებართვის მოსაპოვებლად, რის საფუძველზეც მიმდინარე კვირაში გამოიცა შესაბამისი სამშენებლო ნებართვა.

აღსანიშნავია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა 600 ათასი კონტეინერია წელიწადში, ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე