ირაკლი კობახიძე - თუ ვინმე ძალადობდა ყველა დასასჯელია, მაგრამ არ შეიძლება, ვიმოქმედოთ ორმაგი სტანდარტებით, სადაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ პატიმარს

თუ ვინმე ძალადობდა ყველა დასასჯელია, მაგრამ არ შეიძლება, ვიმოქმედოთ ორმაგი სტანდარტებით, სადაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ დევნილს, თუ პოლიტიკურ პატიმარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მომიტინგეებზე ძალადობას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალოვანების მიმართულებით იყო მტკიცებულებებისა და იდენტიფიცირების პრობლემა, თუმცა ყველა გამოძიება ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი.

„ძალოვანების მიმართულების ნაწილში იყო მტკიცებულებების პრობლემა, იდენტიფიცირების პრობლემა, თუმცა აქაც დამატებით უნდა ჩავეძიოთ შესაბამის უწყებებს და უნდა დავადგინოთ, არიან, თუ არ არიან იდენტიფიცირებადი შესაბამისი პირები. მაგრამ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ორმაგი სტანდარტებით ნუ ვიმოქმედებთ. სადაც არის პირდაპირი მტკიცებულება იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ დევნილს, თუ პოლიტიკურ პატიმარს. არ არის საჭირო ორმაგი სტანდარტები, ყველა გამოძიება ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. საქმეში ჩართული იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ახლა არიან სხვა უწყებები, არსებული ინფორმაციით, ეს პირები იდენტიფიცირებადები არ იყვნენ, თუმცა უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამუშაოები. მე მინდა, ვთხოვო კიდევ ერთხელ საჯაროდაც ყველას, როგორც პროკურატურას, ისე შსს-ს, თუ ისინი შეძლებენ შესაბამისი პირების იდენტიფიცირებას, მაქსიმალურად უნდა სცადონ ეს ყველაფერი. საჯაროდ შემიძლია ყველას მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად ჩაეძიონ თითოეულ ამ საქმეს“, - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს