პაატა ზაქარეიშვილი - „ნაცმოძრაობის“ მთავარი ამოცანა „ქართული ოცნების“ დამარცხება არაა, გაუჩნდა შანსი შუა გაკრიფოს, ამიტომ წამოიწყო უაზრო ბოიკოტი - მადლობა ღმერთს, ჭკუა ეყოთ „ლელოს“ და გახარიას და არ აჰყვნენ პროვოკაციას

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა დღეს „ქართული ოცნების“ დამარცხება არაა, გაუჩნდა შანსი შუა გაკრიფოს, ამიტომ წამოიწყო ეს უაზრო ბოიკოტი. მადლობა ღმერთს, რომ ჭკუა ეყოთ „ლელოს“ და გახარიას და არ აჰყვნენ პროვოკაციას, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, სხვა ოპოზიციური პარტიები, „ნაციონალურ მოძრაობას“ რეიტინგში დაეწივნენ, ამიტომ ის ხელს უშლის სხვა ოპოზიციური პარტიების განვითარებას.

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ თავისი თავისგან შექმნას ცენტრი ოპოზიციის და ხელს უშლის სხვა ოპოზიციური პარტიების განვითარებას. მისი რეიტინგი 2012 წლიდან ნელ-ნელა ეცემა და ახლა გაუტოლდა 9-10%-ს, ამასობაში ქვემოდან წამოვიდა მესამე ძალები, „ლელო“ და გახარია და დასხდნენ „ნაცმოძრაობის“ პროცენტებზე, აშკარად ჩანს მოძრაობა კონკურენტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ არასასარგებლოდ. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა დღეს „ქართული ოცნების“ დამარცხება არაა. გაუჩნდა შანსი, რაც ვერ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, თვითონ გააკეთოს, შუა გაკრიფოს. ამიტომ წამოიწყო ეს უაზრო ბოიკოტი. მადლობა ღმერთს, რომ ჭკუა ეყოთ „ლელოს“ და გახარიას და არ აჰყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციას“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ზურაბიშვილი „გულაცრუებულია“ და „გვერდზე გავიდა“.

„აშკარად ჩანს, რომ გულაცრუებულია და ის ერთობა, რაზეც ბოლო გამოსვლაში ლაპარაკობდა, აშკარად სასოწარკვეთილი ადამიანის განცხადება იყო. ელოდა ოპოზიციიდან ერთობას და არ გამოდის ეს ერთობა „ნაციონალური მოძრაობის“ კონტექსტიდან გამომდინარე, ამიტომ გავიდა გვერდზე, თუმცა მე მგონია, რომ ეს ყველაზე დიდი შეცდომაა მისი. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი დასახელებულიყო მერობის კანდიდატად, თუმცა მან უარი თქვა. პრაქტიკულად უალტერნატივო იქნებოდა“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ