შს სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, დანაშაული შემცირდა, მისი გახსნის მაჩვენებელი კი გაიზარდა

2025 წლის პირველ ექვს თვეში ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით,­ დანაშაულის მაჩვენებელი წინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, 795 ფაქტითაა (-2,96%) შემცირებულია. ამის შესახებ შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ამასთან, მათივე თქმით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაზრდილია და 66,16%-ს შეადგენს.

„ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ გატარებული შედეგიანი სამართლებრივი პოლიტიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უკომპრომისო ბრძოლის შედეგად, 2025 წლის ორ კვარტალში ნარკოდანაშაულის ფაქტების გამოვლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მიმდინარე წლის ექვს თვეში, ჯამში ნარკოდანაშაულების 3919 შემთხვევა იქნა სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით მეტია. პოლიციის მხრიდან გატარებული აქტიური ღონისძიებების შედეგად, 2025 წლის ორ კვარტალში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით 263 პირი იქნა პასუხისგებაში მიცემული, რაც თითქმის ორჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2025 წლის 6 თვეში ასევე შემცირებულია საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. მათ შორის, შემცირებულია ბინიდან ქურდობის, ყაჩაღობის, თაღლითობის, გამოძალვისა და მითვისება/გაფლანგვის შემთხვევები. 2025 წელს ასევე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაკლებია სქესობრივი დანაშაულები, ტრეფიკინგი, არასრულწლოვანთა ვაჭრობის ფაქტები, კიბერდანაშაული (-80 ფაქტი) და სამოხელეო დანაშაულები (-46 ფაქტი).

მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში გაზრდილია სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტები და სატრანსპორტო დანაშაულების რაოდენობა, მათ შორის 175 ერთეულით მომატებულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტები. თუმცა, ამავდროულად, მომატებულია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი.

ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი 24 -საათიან რეჟიმში აგრძელებს დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს