პაკისტანში ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიის 108 წევრს პატიმრობა მიუსაჯეს

პაკისტანში ყოფილი პრემიერ-მინისტრის იმრან ხანის პარტიის 108 წევრს პატიმრობა მიუსაჯეს.

როგორც BBC წერს, აღნიშნული პირები 2023 წელს სამხედროების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დააკავეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები სასამართლოს გადაწყვეტილებებს გმობენ და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

„პაკისტანის სასამართლო ისტორიაში პირველად მოხდა ასეთი სამწუხარო და სამარცხვინო ინციდენტი, რომ ოპოზიციის ლიდერები ორივე პალატაში მხოლოდ იმიტომ დაისაჯნენ, რომ ისინი იმრან ხანის პოლიტიკური ნარატივის, საზოგადოებრივი წარმომადგენლობისა და კონსტიტუციური ბრძოლის ერთგული მოკავშირეები იყვნენ“, - აცხადებს პარტია „ტეჰრიკ-ე-ინსაფის“ (PTI).

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა