ლევან ხაბეიშვილი - ცინიზმის მწვერვალია, როცა „ოცნება“ ამბობს, რომ ებრძვიან კორუფციას და ამ დროს მერობის კანდიდატად ყველაზე კორუმპირებულ ადამიანს, კალაძეს წარადგენენ - ივანიშვილი თირკმელს გააყიდვინებს და 800 მილიონს მიატანინებს

ცინიზმის მწვერვალი, როდესაც მმართველი პარტია ამბობს, რომ კორუფციას ებრძვის და ამ დროს მერობის კანდიდატად წარადგენს კახა კალაძეს - ღარიბაშვილი, გომელაური, ლილუაშვილი, რიჟვაძე - ყველა კორუმპირებულია, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ თუ ყველა ერთად შევკრიბეთ, ერთ კალაძესაც ვერ გაუტოლდებიან,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კახა კალაძე „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერად დაასახელა არის, რომ მას ბიძინა ივანიშვილისთვის 800 მილიონის მიტანა მოუწევს.

“ეს არის ცინიზმის მწვერვალი - როცა მმართველი პარტია ამბობს, რომ კორუფციას ებრძვის და ამ დროს მერობის კანდიდატად წარადგენს კახა კალაძეს.

ღარიბაშვილი, გომელაური, ლილუაშვილი, რიჟვაძე - ყველა კორუმპირებულია, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ თუ ყველა ერთად შევკრიბეთ, ერთ კალაძესაც ვერ გაუტოლდებიან.

ერთადერთი მიზეზით დარჩა კალაძე თანამდებობაზე - ივანიშვილი თირკმელს გააყიდვინებს და 800 მილიონს მიატანინებს”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის