ნესტან ცეცხლაძე - მზია ამაღლობელის მიმართ ხორციელდება ორკესტრირებული თავდასხმა სხვადასხვა ინსტიტუტის მხრიდან - ამბობენ, რომ 700 პოლიციელისთვის, რომელიც აჭარაში მუშაობს, თურმე მზია საფრთხეა

„ნეტგაზეთის“ მთავარი რედაქტორის, ნესტან ცეცხლაძის განცხადებით, მისი კოლეგა მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში იმყოფება და ის უნდა გათავისუფლეს.

როგორც ნესტან ცეცხლაძემ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიმართ ხდება ორკესტრირებული თავდასხმა სხვადასხვა ინსტიტუტის მხრიდან.

„მოლოდინზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ფაქტია, მთელი ამ 7 თვის განმავლობაში მზია არის უკანონო პატიმრობაში. მის მიმართ ხდება ორკესტრირებული თავდასხმა სხვადასხვა ინსტიტუტის მხრიდან. უნდათ პოლიციელზე თავდამსხმელად გამოიყვანონ, რაც ღიმილისმომგვრელია. ამბობენ, რომ 700 პოლიციელისთვის, რომელიც აჭარაში მუშაობს, თურმე საფრთხეა. თუ დავაკვირდებით, ირაკლი კობახიძეც როცა განცხადებას აკეთებს, მრავალ ცილისწამებასთან ერთად, ამბობს, რომ მზია ამაღლობელმა შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს“,- განაცხადა ცეცხლაძემ.

ცნობისთვის, დღეს მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი პროცესი გაიმართება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე